ერგინ ატამანი 2025 წლის ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
2025 წლის ევრობასკეტის ფინალში გერმანიამ თურქეთი 88:83 დაამარცხა. ერგინ ატამანი კი ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. 24 წლის შემდეგ პირველად ატამანმა თურქეთის ეროვნულ ნაკრებს მედალი მოაგებინა, 2001 წელს ისინი იუგოსლავიის ნაკრებთან ფინალში დამარცხდნენ და იქაც ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე პლეი-ოფშიც ყველა გამარჯვება მოიპოვა და ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა. 3-გზის ევროლიგის გამარჯვებული ერგინ ატამანი თურქეთის ეროვნულ ნაკრებს 2022 წლიდან წვრთნის.
🇹🇷 Türkiye's Ergin Ataman is the Best Coach of #EuroBasket 2025! 🧠
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 14, 2025
🔗 https://t.co/CU9hqjmNpi pic.twitter.com/D5ZGmnEGhy