Belive

ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი - გიორგი შერმადინს უნიკალური ჯილდო გადაეცა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ხოვენტუდ ბადალონასთან'' მატჩის წინ, ,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანური კალათბურთის ლეგენდამ, კარმელო კაბრერამ, უნიკალური თასით დააჯილდოვა.

ქართველი კალათბურთელი იანვარში ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეთერთმეტედ დაასახელეს, რაც ACB ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

შერმადინმა ტანოკა ბირდის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც თვის MVP-ად ათჯერ დასახელდა.

ACB ლიგის მიმდინარე სეზონში 33 წლის ცენტრი საშუალოდ 13,6 ქულას, 5 მოხსნასა და 1,1 შედეგიან გადაცემას აგროვებს, მისი გუნდი კი სატურნირო ცხრილი მე-5 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები