Belive

დურანტი და ბუკერი გავარდნენ | მინესოტამ სერია დახურა

2 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი პირველი გუნდი უკვე ცნობილია. "ფინიქს სანსმა" სერიის მეოთხე თამაშში "მინესოტა ტიმბერვულვზი" საკუთარ კედლებში მიიღო და 116:122 დამარცხდა. სანსი სერიაში 0:3 აგებდა, ამ მარცხით კი ანგარიში 0:4 გახდა და მინესოტა პირველი გუნდია, რომელიც პლეი ოფის მეორე რაუნდში გავიდა.

ბუკერი და დურანტი
პარადოქსია, რომ ლიდერების შესანიშნავი თამაშის ფონზე სანსმა სერია "მშრალზე" წააგო. უკანასკნელი შეხვედრის საუკეთესო მექულეც დევინ ბუკერი გახდა. 45 ნათამაშებ წუთში ბუკერმა 49 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რაც შეეხება დურანტს, კევინმა 46 წუთი გაატარა პარკეტზე და მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. სუპერვარსკვლავმა 33 ქულას, 9 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. დურანტმა თამაშიდან 17-ჯერ ისროლა და 12-ჯერ ზუსტი აღმოჩნდა.

"მგლებში" გამოსარჩევია 22 წლის ენტონი ედვარდსის თამაში, რომელმაც სანსს 40 ქულა ჩაუგდო, 9-ჯერ მოუხსნა ბურთი და 6 ასისტი მიითვალა. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი დააფიქსირა მინესოტას ცენტრი, კარლ-ენტონი თაუნსი იყო, მან 28 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

მინესოტა ტიმბერვულვზი შემდეგ რაუნდში "დენვერ ნაგეტსსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შორის გამარჯვებულს დაელოდება, დენვერს სერია ანგარიშით 3:1 მიჰყავს და მათი მომდევნო ეტაპზე გასვლა, თითქმის გადაწყვეტილია.

სხვა სტატიები