Belive

დონჩიჩთან ერთად - სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სლოვენიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდერ სეკულიჩმა, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 47 წლის სპეციალისტი საბოლოოდ 12 მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს.

სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა: 

  • მიხა ცერკვენიკი, ვლატკო ჩანჩარი, ჟიგა დანეუ, ლუკა დონჩიჩი, ზორან დრაგიჩი, ვიტ ჰრაბარი, გრეგორ ჰროვატი, რობერტ იურკოვიჩი, მარტინ კრამპელი, ურბან კროფლიჩი, ედო მურიჩი, ჯოშ ნებო, ალექსეი ნიკოლიჩი, მარკ პაჯენი, კლემენ პრეპელიჩი, როკ რადოვიჩი, ჟაკ სმრეკარი, ლეონ სტერგარი, ლუკა სჩუკა.

სლოვენიელები ტურნირისთვის მზადებას 23 ივლისს დაიწყებენ და ჩემპიონატამდე 6 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ (გერმანიასთან 2-ჯერ, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, დიდ ბრიტანეთთან, სერბეთთან).

სეკულიჩის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 28 აგვისტოს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. D ჯგუფში, ასევე, ისლანდიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ისრაელის ნაკრებები იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყება, 4 ქვეყანა - კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები