Belive

დენვერმა ოკლაჰომა ოვერტაიმში დაამარცხა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი-ოფის მე-2 რაუნდის შეხვედრაში "დენვერ ნაგეთსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერი" ოვერტაიმში 113:104 დაამარცხა და სერიაში წინ გაიჭრა.

მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, პირველი მეოთხედი "ოკლაჰომამ" 6 ქულით 22:28 მოიგო, ბოლო სამი მეოთხედი "დენვერის" გამარჯვებით დასრულდა (29:28, 29:27, 22:19), მაგრამ ძირითად დროში შეხვედრის მოგება მაინც ვერ მოახერხეს, ოვერტაიმში კი უკვე მათ მეტოქე უშანსოდ დატოვეს და 11:2 სძლიეს.

მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა ჯეილენ უილიამსს ჰქონდა, ჯამალ მიურეიმ ჩააგდო 27 ქულა, ნიკოლა იოკიჩმა 20 ქულით და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები