დაპირისპირება 2012 წელს - ბურჯანაძემ და ნურკიჩმა სახალისო ეპიზოდი გაიხსენეს
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა გაიმართება, რომელშიც საქართველო ბოსნიის დამარცხებას შეეცდება.
პრინციპულ მატჩამდე ფიბას მედია ჯგუფმა ბექა ბურჯანაძეს 2012 წლის 18-წლამდელთა ევრობასკეტის მატჩი გაახსენა, რომელშიც მან იუსუფ ნურკიჩის წინააღმდეგ ითამაშა.
გახსოვს ეს მომენტი? კი, იუსუფის წინააღმდეგ თამაში. თუ სწორად მახსოვს 20-წლამდელთა ან 18-წლამდელთა ევრობასკეტის დაპირისპირება უნდა იყოს. ის მატჩი ბოსნიაში ჩატარდა, მახსოვს, რომ დავმარცხდით, მაგრამ დიდი ბრძოლა შედგა. პერსონალურად იუსუფის წინააღმდეგ თამაში მევალებოდა. დიდებული მოგონებაა - ბექა ბურჯანაძე.
წარმატებები, ოღონდ ჩვენს წინაარმდეგ არა. ბოლო შეხვედრაში დავამარცხეთ. ძლიერი გუნდია და ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ახლაც შევძლებთ მათ დამარცხებას. - იუსუფ ნურკიჩი.