Belive

"ყოველთვის ერთ ოჯახად დავრჩებით" - მარკის რიდი

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა და საქართველოს მადლობა გადაუხადა.

ჯვაროსნები დანიას დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩის დამაჯერებლად მოგება შეძლეს და ამ ყველაფერში მარკის რიდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - ნატურალიზებულმა მცველმა პირველ მატჩში 18 ქულა, 2 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა, ხოლო თბილისში გამართულ შეხვედრაში 29 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

View this post on Instagram

A post shared by Marcquise Reed (@100kquise)

დაუვიწყარი გამოცდილება იყო! მადლობა, საქართველო... იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა სიამაყითა და სიხარულით დამეცვა ამ ქვეყნის ღირსება. ჩვენ სამუდამოდ ერთი ოჯახი ვიქნებით. შევხვდი დიდებულ თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს, რომელთაგანაც უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. მოუთმენლად ველი, თუ როდის შევძლებთ იგივეს გამეორებას. - მარკის რიდი.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მომდევნო 2 მატჩს უკრაინისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირებები 2 და 5 ივლისს შედგება.