Belive

დალასმა კლიპერსთან გაათანაბრა | მინესოტამ ფინიქსს მეორე შეხვედრაც მოუგო

1 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს პლეი ოფის მორიგ სათამაშო დღეს 3 შეხვედრა გაიმართა. "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "ფინიქს სანსი" მეორედაც დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა, მათ "სანსის" წინააღმდეგ 105:93 იმარჯვეს.

მინესოტელებმა ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, ამჯერადაც მეტოქე გუნდს 1 მეოთხედი დაუთმეს. "ტიმბერვულვზმა" პირველი პერიოდი 24:21 მოიგო, შემდეგ 26:30 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს და ფინიქსელებს კარგად გაექცნენ, ჯერ 28:20 მოიგეს, ხოლო გადამწყვეტ ბოლო მეოთხედში 27:22.

მატჩში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ჯეიდენ მაკდენიელსი, 20 ქულა დააგროვა დევინ ბუკერმა.

დღეს გამართულ პლეი ოფის მეორე შეხვედრაში "მილუოკი ბაქსი" "ინდიანა პეისერსთან" დიდი სხვაობით 125:108 დამარცხდა, ანგარიში კი სერიაში გათანაბრდა - 1:1.

"ინდიანამ" მატჩი ისე ჩაატარა მეოთხედი არ წაუგია და საბოლოოდ დამაჯარებელი გამარჯვებაც მოიპოვა - 26:30, 29:30, 28:32, 25:33.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა პასკალ სიაკამიმ, რომელსაც ყველაზე მეტი 37 ქულა ჰქონდა, ამასთან მან 11 მოხსნასთან ერთად ორმაგი დუბლიც მიითვალა. დემიენ ლილარდის კარგმა თამაშმა მილუოკელები ამჯერად ვერ გადაარჩინა, მან 34 ქულის ჩაგდება მოახერხა.

კიდევ ერთ და დღეს გამართულ პლეი ოფის ბოლო შეხვედრაში "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" მძიმე ბრძოლაში "დალას მავერიქსმა" 93:96 გაიმარჯვა და დალასელებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.

მთელი მატჩის განმავლობაში ერთპიროვნული ლიდერი არ გამოკვეთილა, ჯერ პირველ მეოთხედში "დალასმა" გაიმარჯვა 19:23, მეორე ფრედ 22:22 დასრულდა, მესამე მეოთხედში "კლიპერსი" გავიდა წინ, სადაც 25:20 მოიგო, ხოლო ბოლო მეოთხედში დალასელებმა 27:31 მოიგეს და ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჩაიწერეს აქტივში.

შეხვედრაში ქულების ლიდერები რა თქმა უნდა ლუკა დონჩიჩი და კაირი ირვინგი იყვნენ, მათი დუეტი ბოლო მატჩებია შესანიშნავად გამოიყურება. სლოვენიელმა კალათბურთელმა 32 ქულა ჩააგდო, კაირიმ კი 23. "კლიპერსის" მხრიდან 22-22 ქულა ჰქონდა ორ კალათბურთელს პოლ ჯორჯს და ჯეიმს ჰარდენს.

სამივე გუნდის მომდევნო, მესამე შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები