"ჩვენი მიზანი არ არის ევროლიგის ჩანაცვლება, ჩვენი მიზანია შევქმნათ კომერციულად მომგებიანი ლიგა" - NBA-ს კომისრის მოადგილე
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
აშშ-ს მთავარი საკალათბურთო ლიგა NBA (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) გაფართოებას გეგმავს, კონკრეტულად კი მათ NBA ევროპის შექმნის გეგმა აქვთ, მაგრამ უცნობია თუ რა ბედი ელის ევროლიგას და სურთ თუ არა მათ ცვლილებების შეტანა ევროპულ კალათბურთში. აღნიშნულ თემაზე საუბარი უფრო და უფრო ხშირია და მედიაც აქტიურადაა ჩართული.
NBA-ს კომისრის მოადგილე მარკ ტეიტუმი სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა და მათი მიზნების შესახებ ისაუბრა:
ჩვენი მიზანი არ არის ევროლიგის ჩანაცვლება, ჩვენი მიზანია შევქმნათ კომერციულად მომგებიანი ლიგა, რომელიც მაღალი ხარისხის მატჩებით იქნება გამორჩეული და პატივს სცემს ევროპული კალათბურთის მდიდარ ტრადიციას. არსებობს შესაძლებლობა, რომ კალათბურთის ზრდა ევროპაში დავაჩქაროთ და უფრო გავაღვივოთ თამაშისადმი მიდრეკილება, ამასთანავე კალათბურთის სიცოცხლისუნარიოანობისთვის აუცილებელია კომერციული კუთხეც. გულშემატკივრების მხრივ ევროპაში ძალიან დიდია ინტერესი კალათბურთისადმი და ამას ხელშეწყობა სჭირდება. - მარკ ტეიტუმი - NBA-ს კომისრის მოადგილე
NBA ევროპის ლიგის შექმნის მთავარ კანდიდატებად პირველ რიგში რამდენიმე ქალაქს მოიაზრებს, ესენია: ლონდონი, პარიზი, ბერლინი და რომი.
NBA Deputy Commissioner Mark Tatum stated that the NBA’s European initiative is not intended to replace the EuroLeague 🗣️ pic.twitter.com/Ux5OqJv3bQ
— BasketNews (@BasketNews_com) April 15, 2025