ბოსნიის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბოსნიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადის ბეჩირაგიჩმა, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ტურნირს დიდი დანაკლისით ხვდება - გუნდს ტრავმის გამო ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ჯანან მუსა ვერ დაეხმარება.
ბოსნიის ნაკრების შემადგენლობა: მირალემ ჰალილოვიჩი, იუსუფ ნურკიჩი, ედინ ატიჩი, კენან კამენიასი, ამარ გეგიჩი, ამარ ალიბეგოვიჩი, ალექსანდარ ლაზიჩი. ადინ ვრაბაცი, აიდინი პენავა, ადმამ არსლანაგიჩი, ჯონ რობერსონი, ტარიკ ჰრელია.
ბოსნიამ ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ბელგიასა და დიდ ბრიტანეთს მოუგო, მონტენეგროსთან და სერბეთთან კი დამარცხდა.
ბეჩირაგიჩის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 28 აგვისტოს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. C ჯგუფში, ასევე, საქართველოს, იტალიის, კვიპროსისა და საბერძნეთის ნაკრებები იასპარეზებენ.
ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყება, 4 ქვეყანა - კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს კვიპროსში ჩაატარებს.