ბოსნიის მწვრთნელი: 'ნურკიჩი ისეთი მსუქანია, ძლივს დარბის'
ბოსნია-ჰერცეგოვინას საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ადის ბეჩირაგიჩმა, ევრობასკეტის წინ, გუნდის ცუდი ფიზიკური მდგომარეობა გააკრიტიკა და იუსუფ ნურკიჩი და ხავიერ კასტანედა გამოარჩია. მონტენეგროსთან, სერბეთთან და ჩინეთთან მძიმე მარცხი შეშფოთებას იწვევს - ბოსნია ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა, კვიპროსისა და საქართველოს ჯგუფშია ევრობასკეტზე.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი თამაშები უარესობისკენ მიდის. სარაევოს „სკენდერიას“ არენაზე, ბოსნიელები 102:90 დამარცხდნენ მონტენეგროსთან.
ხავიერ კასტანედა არ ვარჯიშობს, მან ხუთი-ხუთზე თამაში მხოლოდ ორი დღის წინ დაიწყო. ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული გუნდში, რომელიც ორი წელია ერთად ვარჯიშობს.
რაც შეეხება იუსუფ ნურკიჩს, ის ისეთი მსუქანია, ძლივს დარბის. ჩვენ უკეთ უნდა მოვემზადოთ თამაშებისთვის. იმედია, შევძლებთ მოთამაშეების დარწმუნებას რომ გაიგონ, სად არის პრობლემები. - განაცხადა ადის ბეჩირაგიჩმა
კვიპროსში, ევრობასკეტზე, ბოსნია-ჰერცეგოვინას რთული ჯგუფი ელის, სადაც მასპინძელ ქვეყანასთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან და საქართველოსთან ითამაშებს. ევრობასკეტი 27 აგვისტოს იწყება, საქართველო კი ჯგუფის ბოლო შეხვედრას, სწორედ ბოსნიასთან, 4 სექტემბერს ჩაატარებს.