ბოგდან ბოგდანოვიჩი ევრობასკეტის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს
სერბეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბოგდან ბოგდანოვიჩი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო 2025 წლის ევრობასკეტის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
33 წლის კალათბურთელმა დაზიანება პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო და 15 წუთის თამაშის შემდეგ მისი შეცვლა გახდა საჭირო.
Meridian Sports-ის ცნობით, დამატებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ ბოგდანოვიჩს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს და ის თამაშს ვეღარ შეძლებს.
ევრობასკეტის ორ მატჩში, ბოგდანოვიჩმა საშუალოდ 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულას, 3.5 მოხსნა, 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
სერბეთის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს და 3-დან 3 გამარჯვება აქვს, მათი მომდევნო მეტოქე ჩეხეთი იქნება, აღნიშნული შეხვედრა ხვალ გაიმართება.
🇷🇸😲 Bogdan Bogdanovic will reportedly miss the rest of #EuroBasket due to a hamstring injury! pic.twitter.com/H5GiLNGMAm
— Eurohoops (@Eurohoopsnet) August 31, 2025