ცნობილმა სპორტულმა მედიაგამოცემა Bleacher-მა, სტატია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისეთ მოთამაშეებზე გამოაქვეყნა, რომლებიც 2021/22 წლების სეზონში "გაიბრწყინებენ".
მედიაგამოცემამ თითოეული გუნდიდან ერთი მოთამაშე გამოარჩია და საგულისხმოა, რომ "ინდიანას" რიგებში ასეთად გოგა ბითაძე წარმოადგინეს.
"ინდიანას" რიგებში ორი შესანიშნავი კალათბურთელია, რომლებიც დაფარების ჭრილში საუკეთესონი არიან - მაილს ტერნერი და გოგა ბითაძე. ტერნერის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ბითაძეს კი მაყურებელი გაცილებით უკეთესად ახალი სეზონის შემდეგ გაიცნობს და დაიმახსოვრებს.
ბითაძე ინდიანაპოლისელებმა 2019 წლის დრაფტზე მე-18 პიკად აირჩიეს, ბითაძის უმთავრესი როლი მაილს ტერნერის ღირსეული შემცვლელობა გახლდათ.
თუ 22 წლის ქართველი 3-ქულიანების სტატისტიკურ მაჩვენებელს კიდევ უფრო გააუმჯობესებს (პირველი სეზონი 19.0%; მეორე სეზონი 25.3%;), მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც მოიძებნება.
ბითაძის პოტენციალის სრული გამოვლინებისათვის მისთვის უფრო მეტი სათამაშო დროის მიცემაა აუცილებელი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გოგა ბითაძისთვის 2021/22 წლების სეზონი NBA-ში რიგით მე-3 იქნება.