Belive

NBA-ის ვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონატზე დომინიკელთა რესპუბლიკის მაისურით იასპარეზებს

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ისა და "მინესოტა ტიმბერვულვზის" ერთ-ერთი ვარსკვლავი, კარლ-ენტონი თაუნსი, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დომინიკელთა რესპუბლიკის მაისურით იასპარეზებს.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, თაუნსი დომინიკელთა რესპუბლიკის საკალათბურთო ნაკრების განაცხადში მოხვდა, რომელიც მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს. 

შეგახსენებთ, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს აიღებს სტარტს და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დომინიკელთა რესპუბლიკა A-ჯგუფში ანგოლას, მასპინძელ ფილიპინებსა და იტალიას დაუპირისპირდება. 

სხვა სტატიები