Belive

ბითაძის 13 ქულა დეტროიტის წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "დეტროიტის" დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, "Amway Center"-ში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 128:102 დასრულდა.

"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ, ფრენჩაიზში პირადი რეკორდი გაიმეორა. პარკეტზე გატარებულ 17:51 წუთში, ბითაძემ 13 ქულის, 3 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძემ 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრს პარკეტზე მცირე უთანხმოებაც მოუხდა - გოგა ბითაძემ ჯალენ დარენთან იკამათა, მაგრამ ისინი მალევე გააშველეს.

სხვა სტატიები