Belive

ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა - ორლანდო ბრძოლაში დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "პორტლენდის" დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, "Amway Center"-ში გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 119:122 დასრულდა.

"ორლანდოს" რიგებში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 6:12 წუთში ქართველმა ცენტრმა 4 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო.

"პორტლენდის" გამარჯვებაში ლომის წილი დემიენ ლილარდმა დაიდო, რომელმაც 36:39 წუთში 41 ქულის, 9 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები