Belive

ბითაძის ზუსტი 2-ქულიანები | ორლანდო დეტროიტთან დამარცხდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი დეტროიტ პისტონსთან სტუმრად 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:135 დამარცხდა - ეს ჯამალ მოსლის გუნდისთვის უკვე ზედიზედ მე-4 წაგებაა.

გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 26:31 წუთი მიიღო (ყველაზე მეტი ამ სეზონში), რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 26 წლის ცენტრმა 5-დან 5 ორქულიანის ჩაგდება შეძლო.

ორლანდოს რიგებში 24 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერო გამოირჩა. დეტროიტს კი 30 ქულით, 10 ასისტით, 6 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 3 დაფარებით კეიდ კანინგემმა ულიდერა.

ორლანდო მეჯიქი, რომელიც 1 მოგებითა და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხვალ, 31 ოქტომბერს, შარლოტ ჰორნეთსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები