Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A და B დივიზიონების ფინალში საინტერესო მატჩები გაიმართება

10 თვის წინ კალათბურთი
3 წთ

“ბეთლაივი” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და, შესაბამისად, “ბეთლაივი” როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეა.

ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, არა მხოლოდ პროფესიონალურ – არამედ სამოყვარულო დონეზე “ბეთლაივის” აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი დასტური betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგაა, რომელიც ახალგაზრდებსა და ვეტერან კალათბურთელებს შესაძლებლობას აძლევს დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით და სამოყვარულო დონეზე თამაშით განიტვირთონ.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A და B დივიზიონების რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფში გასულმა გუნდებმა საჩემპიონო გზაზე სანახაობრივი მატჩები გამართეს.

ორივე დივიზიონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია და გუნდების მიერ დაფიქსირებული რეზულტატის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გულშემატკივარს განსაკუთრებული ფინალების ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. ცნობილია, საპრიზო ფონდი, რითიც ფინალის მონაწილეები დაჯილდოვდებიან. დივიზიონების ფინალში გამარჯვებულ გუნდებს 4,000, ხოლო მეორეადგილოსნებს - 2,000 ლარი ერგებათ.



betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონი

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის ფინალში, “Brooklyn Academy”-სა და “ZP Academy”-ის დაპირისპირება შედგება.

რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში მოპოვებული 7 გამარჯვებითა და მხოლოდ 1 მარცხით, “Brooklyn Academy”-მ რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა. “ZP Academy”-მ 4 მატჩის მოგება შეძლო და ამდენივეში დამარცხდა, რის შედეგადაც მე-5 ადგილი დაიკავა.

“Brooklyn Academy”-მ პლეი-ოფში "სლ.უ"-სა და "თიბისი დაზღვევის" ბარიერის გადალახვა შეძლო. “ZP Academy”-მ ჯერ "არწივებს" სძლია, შემდეგ კი რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი და betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი - "ლიბერთი" დაამარცხა.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის ფინალური დაპირისპირება 23 ივნისს გაიმართება.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის B-დივიზიონი

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის B-დივიზიონის ფინალში, არანაკლებ საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის. ერთმანეთს ორი გამორჩეული გუნდი "ავერსი" და "Air Squad" დაპირისპირება შედგება.

"ავერსმა" ფინალისკენ მიმავალ გზაზე “Premium Construction Group” და "მარშალი" დაამარცხა, ხოლო "Air Squad"-მა "ტოიოტასა" და "Sixth Man"-ის ბარიერი გადალახა.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის B-დივიზიონის ფინალი, ასევე 23 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები