Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა | ყველაფერი, რაც ტურნირის შესახებ უნდა იცოდეთ

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

26 ნოემბერს, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი, მეორე სეზონი დაიწყო - ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას როგორც მოყვარული, ასევე ვეტერანი სპორტსმენები იღებენ.

ჩემპიონატი ორ ეტაპად ტარდება: რეგულარული სეზონი და ფინალური ეტაპი (Playoff). რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ფინალურ ეტაპამდე ე.წ. „All-star“ თამაში გაიმართება, სადაც მონაწილეობას პირველი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდები მიიღებენ. ასევე, ჩემპიონატის მსვლელობისას, ჩატარდება Online გამოკითხვები როგორც „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის“ ვებგვერდზე, ასევე Facebook გვერდზე - შედეგების საფუძველზე კი, „All-star“ თამაშში მონაწილე პირების ვინაობა გაირკვევა.

გასულ სეზონში, A დივიზიონის გამარჯვებული გუნდი „ს.კ ბრუკლინის აკადემია“, B დივიზიონის გამარჯვებული კი „ავერსი“ გახდა.

უკვე მეორე წელია, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სპონსორი კომპანია „ბეთლაივია“, რომელიც ტურნირს როგორც მატერიალურ, ასევე მედიამხარდაჭერას უწევს.

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სპონსორი არის კომპანია "ბეთლაივი". მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან გენერალური სპონსორის გარეშე, ამ ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. - იმედა იმედაშვილი, betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მოთამაშე და მარკეტერი