Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი სეზონი იწყება!

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი სეზონი იწყება!

ლიგაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია, წარმოადგინოთ დადგენილი ფორმით შედგენილი განაცხადი, რომელშიც შეყვანილი იქნება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 მოთამაშე და 1 ოფიციალური პირი 2023 წლის 22 ოქტომბრამდე.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგაში მონაწილეობის კრიტერიუმები

  • A/B დივიზიონში დაიშვებიან 23 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირები;
  • A/B დივიზიონში მონაწილეობა ეკრძალებათ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო სეზონის განმავლობაში ნათამაშები აქვთ უმაღლესი ლიგა (სუპერლიგა);
  • A/B დივიზიონში მონაწილეობა ეკრძალებათ ა-ლიგის მოქმედ მოთამაშეებს.
  • B დივიზიონში დაიშვებიან მხოლოდ მოყვარული კალათბურთელები;
  • B დივიზიონში არ დაიშვებიან მოთამაშეები, რომლებსაც ნათამაშები აქვთ შემდეგი ჩემპიონატები: ეროვნული ნაკრები, ასაკობრივი ნაკრებები, უმაღლესი ლიგა (სუპერლიგა), ა- ლიგა ან სხვა ქვეყნის პროფესიონალური ჩემპიონატები.

მონაწილეობის სურვილის მქონე გუნდებს, 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, შეგიძლიათ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.gabl.ge.

სხვა სტატიები