Belive

ბერძნული მედია | "შენგელია პანათინაიკოსის შეთავაზებას დათანხმდა"

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ცნობილი ბერძნული სპორტული მედიის "SDNA"-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია, ბერძნული "პანათინაიკოსის" შეთავაზებას დათანხმდა და ტრანსფერი მალე დაიხურება.

ქართველი ვარსკვლავი, "პანათინაიკოსის" მწვრთნელის - ერგინ ატამანის სიაში ზაფხულის პირველივე დღეებიდან პირველ ადგილს იკავებს. ბერძნულ კლუბში დინოს მიტოღლუს მოსვლის შემდეგ, თორნიკე შენგელიას მიმართ ინტერესი შენელდა, თუმცა თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელმა, ქართველი ფორვარდის დამატება პირადად მოითხოვა.

ახლა გადასაწყვეტი რჩება მისი „ვირტუს ბოლონიიდან“ წამოსვლის საკითხი. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი იტალიაში მას შემდეგ გადავიდა, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ამ ფაქტის გამო "ცსკა" დატოვა. მას შემდეგ სერხიო სკარიოლოს გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2022 წელს კი შენგელიამ "ვირტუსთან" ახალ, 2+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შენგელია ამჟამად დახურული კონტრაქტის სტატუსით იმყოფება. თუმცა ეს „დაბრკოლება“ გადაულახავი არ ჩანს და გამოსავლის პოვნას ცდილობს. ნებისმიერ შემთხვევაში, 32 წლის ქართველის არჩევანი ნათელია - მას ძალიან სურს "პანათინაიკოსში" თამაში და ამიტომაც უთხრა ბელგრადულ კლუბს უარი. ასე რომ, ახლა რჩება მისი "ვირტუსისგან" გათავისუფლების საკითხი, რომელზეც შენგელია უკვე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც პიროვნული გაუმჯობესების პროგრამას, ოჯახთან ერთად დასვენებასთან ერთად უთავსებს. თუმცა, მალე ის ევროპაში დაბრუნდება, რათა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად საერთო შეკრება გაიაროს.

სხვა სტატიები