ბარსელონა ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) მე-6 ტურში, ჟირონამ ბარსელონას უმასპინძლა და 96:78 დაამარცხა.
მასპინძლები, დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და მეორე ტაიმში, საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 15 წუთი გაატარა - ქართველმა გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. შენგელიამ ერთხელ ჩაუჭრა მეტოქეს ბურთი. ლიგა ენდესას წინა ტურში, მურსიასთან, შენგელიამ მცირე დაზიანება მიიღო და შემდეგი, ევროლიგის მატჩი რეალთან, მაინც ჩაატარა. საერთო ჯამში, ბარსელონამ სამივე შეხვედრა დათმო.
ესპანეთიის ჩემპიონატში, ბარსელონას მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს (6-დან) და მე-11 ადგილზეა.
კატალონიელებს შემდეგი 2 მატჩი ევროლიგის ეგიდით ელით, შემდეგ კი, ლიგა ენდესაში, ბასკონიას მიიღებენ.
Final. pic.twitter.com/A4FtgMtiFV
— Barça Basket (@FCBbasket) November 9, 2025