"ბედნიერი ვარ ჩემი კარიერის განვითარებით" - მამუკელაშვილმა 23 ქულა ჩააგდო
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რაპტორსმა ვაშინგტონ უიზარდსი 140:110 დაამარცხა. ეს ტორონტოსთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა (11/5). გამორჩეული იყო შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილისთვისაც, რომელმაც ტორონტოში გადასვლის შემდეგ, ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო - მან ამ დროში 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუკელაშვილმა ექვსი ორქულიანი, ორი სამქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო.
ჩემს უკან ყოველთვის ჩემი თანაგუნდელები არიან და ესაა მთავარი. აქ ყოველთვის დარწმუნებული ვართ ერთმანეთში და ეს ამართლებს.
მე ხშირად ვსაუბრობ სამწვრთნელო შტაბთან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩემი გამოყენება და რა პოზიციაზე. მე არ მიწევს სხვის საქმეებში ჩარევა (პარკეტზე), უბრალოდ საკუთარ კალათბურთს ვთამაშობ და როცა რაღაც ისე ვერ გამომდის, თანაგუნდელები მუდმივად მამხნევებენ და გვერდში მიდგანან.
მე ყოველთვის მომწონდა ადამიანები, რომლებიც სათქმელს პირში გეუბნებიან. ჯამალ შიდი (თანაგუნდელი) სწორედ ასეთია, მას ძალიან მაღალი IQ აქვს და მეუბნება რა როგორ გავაკეთო. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეხმარება.
ჩვენს მწვრთნელს (დარკო რაიაკოვიჩი) ძალიან უყვარს ბურთის სწრაფი მოძრაობა. ის ტიპური ევროპელი სპეციალისტია, რომელიც კალათბურთელში აბსოლუტურად ყველაფერს ხედავს, მოგანიჭებს როლს და დაგავალებს იმას, რისი შესრულებაც საუკეთესოდ შეგიძლია. ამავდოულად, დარკო, ძლიერი მოტივატორია. - განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა