ბარსელონამ ვალენსია დაამარცხა | თორნიკემ კარგი მატჩი ჩაატარა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ვალენსია 108:102 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე ყველაზე დიდი დრო გაატარა, ქართველმა 29:56 წუთში 12 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კევინ პანტერმა ჩააგდო, 21 ქულა ჰქონდა ომარი მურს.
ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 2 მოგებით და 1 მარცხით მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩაატარებს, მათი მეტოქე ფორცა ლეიდა იქნება.
LA VICTÒRIA ES QUEDA AL 𝐏𝐀𝐋𝐀𝐔!!! 💙❤️🔥 pic.twitter.com/PoRGQJ9wtZ
— Barça Basket (@FCBbasket) October 10, 2025