Belive

ატლანტა პლეი-ოფში იასპარეზებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის მატჩები გაიმართა, რათა პლეი-ოფში დარჩენილი ვაკანტური ადგილების მფლობელები გამოვლინდეს.

მაიამიში, "Kaseya Center"-ში გამართულ შეხვედრაში შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. სანახაობრივი მატჩი "მაიამის" მარცხით 105:116 დასრულდა.

სტუმარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი ტრეი იანგმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 36:32 წუთში 25 ქულის, 8 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "მაიამის" მაისურით გამორჩეული მატჩი ჩაატარა კაილ ლოურიმ, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, თუმცა მისი კარგი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ატლანტა ჰოუქსმა" პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ხოლო "მაიამი" კიდევ ერთ შანსს მიიღებს. პლეი-ოფის უკანასკნელი საგზურისთვის ბრძოლაში, "ტორონტოსა" და "ჩიკაგოს" შორის გამარჯვებული "მაიამის" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები