Belive

ბატლერის გადამწყვეტი 3-ქულიანი - მაიამიმ ბოსტონი დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი დასკვნით ფაზაში შედის. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "მაიამის" დაპირისპირება შედგა.

ბოსტონში, ლეგენდარულ "TD Garden"-ზე გამართული მატჩი შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით - 116:123 დასრულდა. სტუმრად მოპოვებული პრინციპული გამარჯვების შემდეგ, "მაიამი" სერიაში დაწინაურდა (1:0).

"მაიამის" გამარჯვებაში ლომის წილი ჯიმი ბატლერმა დაიდო, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბატლერს თამაში განსაკუთრებით მეორე ნახევარში წაუვიდა და მატჩის მიწურულს "სელტიქსს" გადამწყვეტი 3-ქულიანიც ჩაუგდო.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სხვა სტატიები