Belive

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში კანადა დაამარცხა (მიმოხილვა)

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ოლიმპიადის დაწყებამდე ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც კანადა 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:72 დაამარცხა.

სტივ კერის გუნდს 13 ქულით, 3 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 ჩაჭრით ენტონი ედვარდსმა ულიდერა. 19 წუთში 12 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მოაგროვა სტეფ კარიმ. ასევე 19 წუთი ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა, რა დროშიც 7 ქულას, 5 მოხსნას, 3 პასს, 3 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

კანადელთა შემადგენლობაში 12 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ასისტით არ ჯეი ბარეტი გამოირჩა.

აშშ-ს ნაკრები მომავალ ამხანაგურ მატჩს ორშაბათს, 15 ივლისს, აბუ დაბიში, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ამერიკის სასტარტო ხუთეული დღევანდელ მატჩში:

  • კარი, ჰოლიდეი, ბუკერი, ჯეიმსი, ემბიდი

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები