Belive

არგენტინა 66:65 ვენესუელა - საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოლო წამზე დამარცხდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, არგენტინამ ვენესუელის დამარცხება ბოლო წამზე ჩაგდებული 3-ქულიანით შეძლო. სამხრეთ ამერიკული დუელი, არგენტინელთა გამარჯვებით, 66:65 დასრულდა.

ვენესუელა მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს დიდი სხვაობით გაქცევის შესაძლებლობა არ მისცა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დაცვაში კარგი თამაში, რის შედეგადაც, რიგ ეპიზოდებში, არგენტინის შეტევა უშედეგოდ დასრულდა.

საბოლოოდ, მატჩის მიწურულს არგენტინელებმა მეტოქის გატეხა შეძლეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული 3-ქულიანით, ვენესუელა დაამარცხეს. 

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ვენესუელას დაპირისპირება 30 აგვისტოს შედგება.

 

სხვა სტატიები