Belive

ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ

11 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტის ლატარიის გამარჯვებული "სან ანტონიო სპურსი" გახდა. ტექსასურ ფრენჩაიზს შესაძლებლობა მიეცა მომავალ სუპერვარსკვლავად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა დაიმატოს და უდიდესი ალბათობით, "სპურსი" ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

დრაფტის ლატარიის შემდეგ, ამერიკული სპორტული მედიის სპეკულაციის ერთ-ერთ მთავარ თემას, "სან ანტონიოს" მომავალი შემადგენლობა წარმოადგენს. საუკუნის ტალანტად შერაცხული ვემბანიამას დამატება, "სპურსში" დიდ ცვლილებებს გამოიწევს. შესაძლოა "სან ანტონიო" რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს, თუმცა საკალათბურთო მომიმხილველებსა და ფანებს სურთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი გუნდში დარჩეს.

Air Alamo რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და მოვლენების განვითარების ერთ-ერთ სცენარში აღნიშნავს, რომ სანდრო მამუკელაშვილს "სპურსში" სათამაშო წუთები მიეცემა.

"თუ გრეგ პოპოვიჩი 3 მაღალი კალათბურთელის როტაციას მოახდენს, ჯერემი სოჩანს სათამაშო დრო გაეზრდება. გარკვეულ სათამაშო წუთებს მამუკელაშვილი ან ბასიც მიიღებენ", - Air Alamo.

კიდევ ერთი გამოცემა (Pounding The Rock), რომელიც "სპურსზე" აქტიურად წერს - სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიოში" გადასვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ "სპურსმა" ქართველი მძიმე ფორვარდი უნდა შეინარჩუნოს.

"ფსიქოლოგიურად მარცხი ყოველთვის რთულად გადასატანია - მიუხედავად ამისა, თამაშების ყურებით სიამოვნება მივიღე. რა თქმა უნდა, "სპურსს", რომ განზრახ არ ჩაეგდო სეზონი მამუკელაშვილის ფრენჩაიზში ხილვა ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა, მაგრამ არაერთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული მომენტიც ვიხილეთ", - Pounding The Rock.

შეგახსენებთ, "სპურსის" მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები