Belive

სან ანტონიო ლეიკერსთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 2 წუთი ითამაშა

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო მატჩში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" თავის არენაზე "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და მეტოქე 123:118 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე ძალიან ჟეზღუდული დროით გამოჩნდა, გრეგ პოპოვიჩმა სანდროს მხოლოდ 2 წუთი და 29 წამი დაუთმო, ამ დროში მამუკელაშვილმა საკუთარ ფარზე 2-ჯერ მოხსნა ბურთი და სულ ეს იყო, რაც მოასწრო.

შეხვედრის პირველი და მეორე მეოთხედი ლოს ანჯელესელების უპირატესობით მიმდინარეობდა, სან ანტონიო მეორე ტაიმში 7-ქულიანი ჩამორჩენით გამოვიდა, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო.

ბრწინვალე შეხვედრა ჩაატარეს ლეიკერსის ლიდერებმა, ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა. მეფეს 30 ქულა 7 მოხსნასა და 9 შედეგიან გადაცემასთთან ერთად ჰქონდა, ჯეიმსმა ორჯერ დაკარგა ბურრთი. კიდევ უფრო უკეთესი პროცენტით ისროდა დევისი, ლეიკერსის ცენტრმა 14-დან 10-ჯერ ჩააგდო, დააგროვა 28 ქულა და 13 მოხსნა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიქტორ ვემბანიამას თამაში, ფრანგი 5 ძირითად სათამაშო კონპონენტში 5-იან ნიშნულს გადაცდა. NBA-ის მთავარმა ტალანტმა 30 წუთის განმავლობაში 27 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი, 5 ბლოკი და 5 ჩაჭრა დააგროვა. ვემბანიამა ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც ამ დრომდე NBA-ის უნახავს.

11 მოგებითა და 46 წაგებით სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ყველაზე ცუდი გუნდია, ისინი ცხრილის ბოლო ადგილზე არიან და მომდევნო შეხვედრას "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ, 26 თებერვალს ჩაატარებენ.

სხვა სტატიები