ამენ და ოშარ ტომპსონებმა NBA-ს ისტორია დაწერეს
3 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
23 ივნისს, ნიუ იორკში, “ბარკლაის-ცენტრში” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტი ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო დრაფტმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და ახლა უკვე ოფიციალურად – “სან ანტონიომ” ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა.
საუკუნის ტალანტად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა შოუს მთავარი გმირი გალხდათ, თუმცა, დრაფტზე არანაკლებ საინტერესო სახელებიც ვიხილეთ - მაგალითად, ძმები ამენ და ოშარ ტომპსონები, რომლებმაც NBA-ს ისტორია დაწერეს.
ამენ და ოშარ ტომპსონები გახდნენ პირველი ძმები, რომლებიც ერთი და იგივე დრაფტის ტოპ 5-ში აირჩიეს. ამენი მე-4 ნომრად "ჰიუსტონმა" აიყვანა, ხოლო ოშარი მე-5 ნომრად "დეტროიტს" ერგო.
Amen and Ausar Thompson make history ⭐️ pic.twitter.com/VTf1rsFdWB
— Bleacher Report (@BleacherReport) June 23, 2023