გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონ როკეტსი დაამარცხა და პლეი-ოფის მომდევნო ეტაპზეა
NBA-ს პლეი-ოფის პირველ რაუნდში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ჰიუსტონ როკეტსი" მძიმე სერიაში 4:3 დაამარცხა, "ოქროს შტატელებმა" მეტოქე 89:103 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდებიან.
მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა ბადი ჰილდმა ჩააგდო, სტეფ კარიმ 22 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ჰიუსტონელთა მხრიდან 24 ქულა ამენ ტომპსონმა ჩააგდო, ალპერენ შენგუნს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 21 ქულა, 14 მოხსნა.
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" მომდევნო ეტაპზე "მინესოტა ტიმბერვულვზს" შეხვდება, სერიის პირველი მატჩი 7 მაისს გაიმართება.
აღმოსავლეთ კონფერენციის 1/4-ფინალურმა რაუნდმაც აიღო სტარტი, სადაც "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსი" 112:121 დაამარცხა და სერიაში 1:0 წინ გაიჭრა.
მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა დონოვან მიტჩელს ჰქონდა, 23 ქულა ჩააგდო ენდრიუ ნემბჰარდმა.
სერიის მომდევნო შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.