Belive

All-Star-ის შემადგენლობები სრულად დაკომპლექტდა

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

სასტარტო ხუთეულების დაკომპლექტებიდან ერთ კვირაში, All-Star-ში მონაწილე ყველა მოთამაშის ვინაობა გახდა ცნობილი.

კალათბურთელები მთავარმა მწვრთნელებმა შეარჩიეს, სპეციალისტებს საკუთარი გუნდის მოთამაშის დასახელება არ შეეძლოთ.

დასავლეთ კონფერენცია

სასტარტო ხუთეული:

  • ლუკა დონჩიჩი (დალასი)

  • შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)

  • კევინ დურანტი (ფინიქსი)

  • ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)

  • ნიკოლა იოკიჩი (დენვერი

სათადარიგო მოთამაშეები:

  • დევინ ბუკერი (ფინიქსი)

  • სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)

  • ენტონი ედვარდსი (მინესოტა)

  • კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)

  • პოლ ჯორჯი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)

  • ენტონი დევისი (ლეიკერსი)

  • კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა)

აღმოსავლეთ კონფერენცია

სასტარტო ხუთეული

  • ტაირის ჰალიბარტონი (ინდიანა)

  • დემიენ ლილარდი (მილუოკი)

  • იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი)

  • ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)

  • ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

სათადარიგო მოთამაშეები:

  • ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი)

  • ტაირის მაქსი (ფილადელფია)

  • დონოვან მიტჩელი (კლივლენდი)

  • ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი)

  • პაულო ბანკერო (ორლანდო)

  • ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი)

  • ბემ ადებაიო (მაიამი)

ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელიც რიგით 73-ეა, კლასიკური ფორმატით ჩატარდება და ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციების კალათბურთელები დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, თითოეული მეოთხედი 12-წუთიანი იქნება (და არა 24-ქულიანი როგორც 2020 წლიდან იყო).

გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები და NBA-ის მოთამაშეები იღებდნენ.

დასავლეთ კონფერენციას ლებრონ ჯეიმსი უკაპიტნებს, რომელმაც ქომაგებისგან 5 098 872 ხმა მიიღო. სუპერვარსკვლავი All-Star-ში მეოცედ ითამაშებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია - ,,მეფემ'' კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გააუმჯობესა.

აღმოსავლეთის გუნდის კაპიტანი იანის ანტეტოკუნმპო იქნება (მე-8 All-Star) - ,,მილუოკის'' ლიდერმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი - 5 427 874 ხმით პირველი ადგილი დაიკავა.

View this post on Instagram

A post shared by NBA (@nba)

სხვა სტატიები