Belive

23 ჩაგდებული სამქულიანი - სან ანტონიომ საკუთარი რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, “AT&T Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:114 დასრულდა.

“სან ანტონიოს” ქართველ ლეგიონერს კარგი მატჩი ჰქონდა. პარკეტზე გატარებულ 21:29 წუთში, მამუკელაშვილმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

ეს მატჩი "სან ანტონიოსთვის" ისტორიული გამოხდა. პირველად "ფრენჩაიზის" ისტორიაში, "სან ანტონიომ" 1 მატჩში 23 სამქულინის ჩაგდება შეძლო. სასიხარულო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისტორიულ შედეგში წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. სანდრო მამუკელაშვილმა "ორლანდოს" პერიმეტრიდან 2-სამქულიანი ჩაუგდო.

სხვა სტატიები