Belive

ლეიკერსის არენასთან კობი ბრაიანტის ქანდაკება გაიხსნა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ოფიციალურად გახსნა 19 ფუტიანი (5.7 მეტრი) ქანდაკება კობი ბრაიანტის პატივსაცემად.

"შავი მამბას" უკვდავსაყოფად ქანდაკება დაიდგა "Cripto Arena"-ს გარეთ. ბრინჯაოს ქანდაკება გამოძერწა - ჯული როტბლატ ამრანიმ და ხაზს უსვამს კობი ბრაიანტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მიღწევას NBA-ში.

პოზა, რომელიც თავად კობიმ აირჩია, ხაზს უსვამს კარიერაში ყველაზე მაღალ და ფრენჩაიზის ისტორიაში საუკეთესო 81 ქულიან თამაშს "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ, რომელიც 2006 წლის 22 იანვარს დააფიქსირა.

ქანდაკების გახსნის წინ, კობი ბრაიანტის მეუღლემ - ვანესა ბრაიანტმა გულშემატკივრებსა და "ლეიკერსის" მესვეურებს ტრიბუნიდან მიმართა.

"ცნობისთვის, კობიმ აირჩია პოზა, რომლის ნახვასაც აპირებთ. ასე რომ, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ამასთან დაკავშირებით, რთული საკითხია.

მადლობელი ვარ ყველა გულშემატკივარის. კობის იმდენი ადამიანი ჰყავს, რომლებიც თავიდანვე მხარს უჭერდნენ მას მთელ მსოფლიოში და ეს მომენტი არ არის მხოლოდ კობის, არამედ ყველა თქვენგანისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ვგულშემატკივრობდი მას და ლოს-ანჯელესის ფანებს, ეს არის განსაკუთრებული ქალაქი, რომელსაც კობი ამაყად წარმოადგენდა. სიხარულს მანიჭებს იმის დანახვა, თუ რამხელა სიყვარული გაქვთ ყველა ჩვენთაგანის მიმართ. ჩვენ გვიყვარხართ..." - ვანესა ბრაიანტი

ქანდაკებაში ბრაიანტს 8 ნომრიანი მაისური აცვია. მას ნახავთ მარჯვენა ხელით ჰაერში აშვერილს და ქანდაკებას აკრავს ხუთი საჩემპიონო თასი, ის წარმოადგენს "ლეიკერსის" ხუთ ტიტულს, რომელიც კობიმ კარიერის განმავლობაში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს თავის შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

სხვა სტატიები