Belive

20-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

20-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის, B-დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები რუმინეთთან სოლიდური სხვაობით, 44:102 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თამარ პაპუაშვილი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

B-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, ქართველი გოგონები საბერძნეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ჯგუფის დასკვნით შეხვედრას კი 2 აგვისტოს, ირლანდიის წინააღმდეგ გავმართავთ.

სხვა სტატიები