Belive

20 წამში 2 დაფარება და სამქულიანი | ვიქტორ ვემბანიამას შესაძლებლობები უსაზღვროა (VIDEO)

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა ბრუკლინ ნეტსი 118:107 დაამარცხა.

მატჩში გამორჩეული იყო ახალგაზრდა, უნიჭიერესი კალათბურთელი ვიქტორ ვემბანიამა, ფრანგმა მოთამაშემ 36:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 31 ქულა, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 6 დაფარება მიითვალა.

ვემბანიამაზე მეტი ქულა მხოლოდ კამერონ ტომასს ჰქონდა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო.

ფრანგი კალათბურთელის საოცარი 20-წამიანი ეპიზოდი:

სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით პირველ ადგილზეა, მათი მომდევნო მეტოქე სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი იქნება, აღნიშნული მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება.

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები