კიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში? ხეტაფეს მექვაბიშვილი ურჩიეს
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინეთის ნაკრების ვეტერანმა ფორვარდმა, გიცა კრაიოვეანუმ თქვა, რომ ქვეყნის თასის ფინალზე, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილის უნივერსიტატ კრაიოვამ კლუჟთან გამარჯვებით ტიტული მოიგო, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხეტაფეს სკაუტებს ურჩია.
მატჩს ხეტაფეს წარმომადგენლები დაესწრნენ და რამდენიმე ფეხბურთელს დააკვირდნენ, მათ შორის 24 წლის ქართველს.
"მათ რაღაც საინტერესო დაინახეს, იცით? ანზორის მიმართ დიდი სიმპათია მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი, ოლტენიელი ბიჭები მიყვარს, ვფიქრობ, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ტაქტიკურად ძალიან კარგად განსწავლული ფეხბურთელია, თამაშს მართავს, ბურთს კარგად ართმევს, კარში ურტყამს და სტანდარტულების დროსაც ეფექტურია. ჩემთვის ის სრულყოფილი მოთამაშეა. ის უკვე ვურჩიე მათ", - ამბობს ვეტერანი, რომელიც ლა ლიგაში წლების განმავლობაში, რეალ სოსიედადის, ვილიარეალისა და ხეტაფეს შემადგენლობაში თამაშობდა.
ხოსე ბორდალასის (მას გიორგი მამარდაშვილთან მუშაობის გამოცდილება აქვს) ლა ლიგის დაძაბულ სეზონში მეშვიდე პოზიციას იკავებს და კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოსაა.
ანზორ მექვაბიშვილს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს. მან კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე ითამაშა, რუმინეთის თასი მოიგო, ჩემპიონატში ლიდერობს, 3 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.