Belive

"ფლანგების გასაძლიერებლად არჩევანი გაკეთებულია" - ბეშიქთაში დავითაშვილით ისევ ინტერესდება

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის დამატებით თურქული გრანდი, ბეშიქთაში კიდევ ერთხელ ინტერესდება. sozcu-ს ინფორმაციით, სუპერ ლიგის დიდი სამეულის წარმომადგენელი გუნდი მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შეტევითი ფლანგების გაძლიერებას აპირებს და ამ მიზნით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

"ბეშიქთაში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს და მთავარი ყურადღება ფლანგების გაძლიერებაზე აქვს გადატანილი.

მარცხენა ფლანგის გაძლიერებისთვის, პრიორიტეტულ სამიზნედ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი განიხილება, ხოლო მარჯვენა ფლანგისთვის გუნდი ბრაზილიელი გარემარბის, ლუის ენრიკეს დამატებას ცდილობს.

გავრცელებული ცნობებით, სენტ-ეტიენი დავითაშვილის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. ასევე, ბეშიქთაში ლუის ენრიკეს თაობაზე ინტერს იჯარის შეთავაზებით მიმართავს.

ორივე ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადავა", - წერს sozcu.

25 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში სენტ-ეტიენის შემადგენლობაში 15 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები