15 ძიუდოისტით მონღოლეთში | ულანბატორის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
19-21 ივნისს, მონღოლეთის დედაქალაქი ულანბატორი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს, ულანბატორის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით წარდგება, საიდანაც 10 მამაკაცი, ხოლო 5 ქალი იქნება.
შემადგენლობა
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ: ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი
100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები
48 კგ: ჯულიეტა როდონაია
57 კგ: ნინო ლოლაძე
70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
2025 წელს ულანბატორში საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იყო წარდგენილი, სადაც ასპარეზობა უმედლოდ დავასრულეთ.