მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი - ლიპარტელიანი Vs. ომორი | პრევიუ
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, პირველი ოქროს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს - ეთერ ლიპარტელიანი ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც წითელი არშიის შენარჩუნებას კიდევ 1 წლით შეეცდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ეთერ ლიპარტელიანს ამჯერადაც იაპონელი მეტოქე ეყოლება, თუმცა არა მომო ტამაოკი, არამედ - აკარი ომორი.
ურთიერთშეხვედრები
ეთერ ლიპარტელიანისა და აკარი ომორის გზები კარიერაში ერთადერთხელ გადაიკვეთა და ეს სულ ცოდა ხნის წინ, 2025 წლის მიწურულს, ტოკიოს გრანდ სლემზე მოხდა, სადაც იაპონელმა ძიუდოისტმა საკუთარ კედლებში ეთერ ლიპარტელიანი დაამარცხა (1/4-ფინალში, თუმცა ეთომ მაინც შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება).
ასე და ამგვარად ქართველსა და იაპონელს შორის ურთიერთშეხვედრები 1:0-ზეა, იაპონელის სასარგებლოდ.
ვინ არის აკარი ომორი?!
აკარი ომორი 24 წლის იაპონელი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს.
მას კარიერაში 3 გრანდ სლემის ოქრო აქვს მოგებული (ტაშკენტი 2025, ტოკიო 2025 და ულანბაატარი 2026). გარდა ამისა, იგი 2022 წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, გრარ პრის შეჯიბრზე კი 2023 წელს ბრინჯაოს მედალი მოიგო (ავსტრიაში).
განვლილი გზა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე
ეთერ ლიპარტელიანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და ფინალამდე შემდეგი მეტოქეები დააამარცხა - მაია ლეოპოლდო (ურუგვაი), სარა სოუზა (ბრაზილია), ანა ვიკტორია პულიზი (ხორვატია), სეია ბალგაუსი (გერმანი).
აკარი ომორიმაც ლიპარტელიანს მსგავსად მეორე რაუნდიდან დაიწყო ასპარეზობა, სადაც შემდეგ ძიუდოისტებს აჯობა: ნინო ლოლაძე (საქართველო), მინა ლიბერი (ბელგია), მომო ტამაოკი (იაპონია) და სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი).
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს, 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალი კი 2 ბრძოლის შემდეგ გაიმართება.