Belive

"მერაბს დავლეწავ და შემდეგი შენ იქნები" - იანი ო'მალის

2 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ პიოტრ იანთან გაგზავნილი მესიჯები გაგვანდო, სადაც მას წარმატება და მერაბთან გამარჯვება უსურვა. ამერიკელი თვლის, რომ იანის გამარჯვებით "შუგა" სატიტულო ჩხუბს მაშინვე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ იანიც ამ აზრს ეთანხმება და მერაბის დამარცხების შემდეგ მასთან ბრძოლას ელის.

- პიოტრ, როგორ ხარ მეგობარო? იმედი მაქვს მერაბს მოუგებ და კიდევ ერთხელ მიგტყიპავ.

- გამარჯობა შონ, აბუ დაბიში ჩამოდი. მერაბს დავლეწავ და შემდეგი შენ იქნები. - ვიგებთ საუბრიდან

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს იანის და მერაბის მესამე ბრძოლა იქნება. ანგარიში 1:1 არის და ახლა გადაწყდება თუ ვინ იმსახურებს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსს.

სხვა სტატიები