"მერაბისა და იანის ჩხუბის შემდეგ ვნახავთ... მინდა ო'მალი გამოვცადო" - პეიტონ ტალბოტი
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის პერსპექტიულმა მებრძოლმა პეიტონ ტალბოტმა, შონ ო'მალისთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ტალბოტის თქმით, დივიზიონში მოვლენების განვითარება მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის რევანშზეა დამოკიდებული, თუმცა თავად მზადაა, ოქტაგონში „შუგასთან“ ძალები გამოსცადოს და გულშემატკივარს ნამდვილი სანახაობა აჩუქოს.
ვნახოთ მერაბსა და იანს შორის რა მოხდება. თუ მერაბი მოიგებს, მას ბრძოლას არ მისცემენ, რადგან მასთან უკვე წააგო. თუ იანი მოიგებს უნდა მოვიცადოთ... ო'მალი რეიტინგში ჩემზე მაღლაა. ჯერ უნდა ვნახო ჩემი პოზიცია როგორ შეიცვლება. ჩემი ადგილიც მესმის, მაგრამ სახალისო ბრძოლა იქნება. ვფიქრობ ეს ჩხუბი ორივეს უნდა გვინდოდეს. მას დივიზიონში საუკეთესო სტრაიკერს უწოდებენ და მინდა ეს გამოვცადო. - პეიტონ ტალბოტი
🚨PAYTON TALBOTT DOESN’T THINK SEAN O’MALLEY GETS THE NEXT TITLE SHOT IF MERAB BEATS PETR YAN AT #UFC333 👀
— FightLuck (@FightluckBet) October 4, 2026
🗣️ “He’s called the best striker in the division, and I’d like to put that to the test.”
TALBOTT VS O’MALLEY? 👀🔥
(via @ufc) pic.twitter.com/uyVVNaePZy