Belive

ვიქტორ ვემბანიამას შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია - სან ანტონიომ მინესოტა გაანადგურა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის 1/2-ფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში სან ანტონიო სპურსმა მინესოტა ტიმბერვულვზი 126:97 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა - 3:2.

მატჩში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ფრანგ კალათბურთელმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 27 ქულა, 17 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება. მინესოტადან კი 20 ქულით გამოირჩა ენტონი ედვარდსი.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები