Belive

ოკლაჰომამ სან ანტონიოსთან ფინალში ანგარიში გაათანაბრა

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერმა სან ანტონიო სპურსი 9-ქულიანი სხვაობით, 122:113 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩში გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელიც თანდერმა 11 ქულით მოიგო.

ოკლაჰომას 30 ქულით, 9 პასით, 4 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა.

სან ანტონიოს რიგებში კი 25 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით სტეფონ კასლი გამოირჩა. 21 ქულას, 17 მოხსნას, 6 ასისტს, 4 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ვიქტორ ვემბანიამამ.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა შაბათს, 23 მაისს, სან ანტონიოში გაიმართება.

სხვა სტატიები