Belive

ვინ იმსაჯებს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩებში?

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მატჩებისთვის მსაჯთა ბრიგადები ოფიციალურად დაამტკიცა.

ორივე შეხვედრას კონკაკაფის ზონის არბიტრები გაუძღვებიან - საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩში სალვადორელი ივან ბარტონი იმსაჯებს, ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირებას კი მაროკოული წარმოშობის ამერიკელი - ისმაილ ელფატი გაუძღვება.

ბარტონისთვის ეს მიმდინარე მუნდიალზე მე-4 მატჩი იქნება. მან თურქეთისა და პარაგვაის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოედნიდან გააძევა პარაგვაის ნაკრების თავდამსხმელი, მიგელ ალმირონი, რომელმაც თურქ ფეხბურთელთან კამათის დროს სახეზე ხელი აიფარა.

ფიფამ ეს წესი ტურნირის წინ სპეციალურად შემოიღო იმისთვის, რომ ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრესია ან რასისტული გამონათქვამები ფარულად არ დარჩენილიყო. ივან ბარტონი გახდა პირველი არბიტრი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ფეხბურთელი მოედნიდან ამ მიზეზით გააძევა, რასაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ისმაილ ელფატმა ამ ტურნირზე ასევე სამ შეხვედრაში იმსაჯა, მათ შორის ნორვეგიისა და ბრაზილიის მატჩშიც, რომელშიც 2 პენალტი დანიშნა. ბარტონის მსგავსად, მანაც წითელი ბარათი ერთხელ გამოიყენა, როცა ურუგვაისა და ესპანეთის დაპირისპირებაში მოედნიდან აგუსტინ კანობიო გააძევა.

სხვა სტატიები