Belive

ინგლისისა და არგენტინის მატჩისთვის უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისსა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ. როგორც BBC წერს, ატლანტას პოლიცია ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული დაძაბულობის შესახებ ინფორმირებულია.

„ატლანტას პოლიციის დეპარტამენტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცვის ზომები მთელი ქალაქის მასშტაბით გააძლიერა.

დამატებითი პერსონალი და რესურსები უკვე მობილიზებულია და სტრატეგიულად გადანაწილდება ღონისძიების ჩატარების ადგილებში, გასართობ უბნებსა და სხვა ხალხმრავალ ზონებში, რათა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო.

ეს პრევენციული ზომები მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვასა და კრიმინალური აქტივობების აღკვეთას.'' - წერია ატლანტის პოლიციის განცხადებაში

ინგლისისა და არგენტინის ნახევარფინალური მატჩი ხვალ, ატლანტაში გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

  • 1982 წელს დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ფოლკლენდის ომი დაიწყო - ხანმოკლე, 74-დღიანი კონფლიქტი, რომელსაც 649 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედროს, ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ტერიტორია, რომელსაც არგენტინაში მალვინის კუნძულებს უწოდებენ, კვლავ რჩება ორ ქვეყანას შორის სუვერენიტეტთან დაკავშირებული დავის საგნად.

სხვა სტატიები