Belive

ტრაბზონსპორის სენსაციური გეგმა - კარიმ ბენზემა მოჰამედ სალაჰის პარტნიორი ხდება?

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტრაბზონსპორს ალ ჰილალთან, დარვინ ნუნიესის შესაძლო ტრანსფერზე, საბოლოო შეთანხმებისათვის ჯერ არ მიუღწევია. როგორც ცნობილია, ნუნიესის ტრანსფერზე მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა - თურქულ კლუბს ქარიმ ბენზემა შეთავაზეს და მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც დაიწყო.

კლუბის ხელმძღვანელობა, ამ ეტაპზე, ფეხბურთელის თავიანთ გუნდში მოხვედრის გზებზე ფიქრობს. პარალელურად კი, ალ ჰილალთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ფრანგს ბრწყინვალე კარიერა აქვს, რომელიც მადრიდის რეალში გატარებულ წლებს უკავშირდება. საუდის არაბეთში თამაშის პერიოდში კი, მან 4 სეზონის განმავლობაში, 75 ჩატარებულ შეხვედრაში, 48 გოლი გაიტანა.

ევროპულ და არაბულ საკლუბო ფეხბურთში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება, ბენზემას უმაღლეს დონეზე თამაშის მთავარი საფუძველია. სწორედ ამის წყალობით დააგროვა მან ის კოლოსალური გამოცდილება, რომლის წყალობითაც, სატრანსფერო ბაზარზე, დღემდე მოთხოვნად ფეხბურთელად რჩება.

ტრაბზონსპორი ბენზემას წარმომადგენლებთან კომუნიკაციას აგრძელებს და პარალელურად, ალ ჰილალთან მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას ცდილობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, კლუბს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული როგორც სტრუქტურული, ასევე ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება მოუწევს. მოვლენების შემდგომი განვითარება, უახლოეს დღეებში, უშუალოდ კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

სხვა სტატიები