Sportico | ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები
სპორტულმა ბიზნეს-პორტალმა Sportico-მ ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ტოპ 50-ეულში სპორტსმენების საერთო შემოსავალი ინფლაციის გათვალისწინებით 56,2 მილიარდი დოლარია, რეიტინგში 17 ქვეყნისა და სპორტის 10 სახეობის (ყველაზე მეტი - 13 სპორტსმენი კალათბურთიდანაა) წარმომადგენელია გაერთიანებული.
სიას ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი ლიდერობს, რომლის ანაზღაურებამ, კარიერის განმავლობაში, 4,5 მილიარდი დოლარი (ინფლაციის გათვალისწინებით) შეადგინა.
ყველა დროის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი 2,52 მილიარდი დოლარით კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც საერთო რეიტინგში მე-3 ადგილზეა.
რონალდუს გარდა, Top 10-ეულში კიდევ ორი ფეხბურთელია - ლეო მესი (1,99 მილიარდი დოლარი) და დევიდ ბექჰემი (1,68 მილიარდი დოლარი).
საინტერესოა, რომ 50-ეულში ერთადერთი ქალი სპორტსმენია და ეს სერენა უილიამსია. ამერიკელი ჩოგბურთელი 680 მილიონი დოლარით მე-40 ადგილს იკავებს.
როგორც Sportico წერს, რეიტინგის შედგენისას პორტალმა სპორტსმენების ხელფასები, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება და კომერციულ პროექტებში მონაწილეობა გაითვალისწინა.
Basketball leads the way with 13 of the top 50 highest-paid athletes of all time.
— Sportico (@Sportico) April 1, 2026
2nd: Golf with 8 entries
3rd: Boxing with 7 entries
Take a look at the full list here: https://t.co/oCzL5bebJq pic.twitter.com/Mv9ne4vPtK