Belive

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული 55-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. Globo Esporte-მ 55-დან 49 ფეხბურთელის ვინაობა გაარკვია, რომელთა შორის სანტოსის შემტევი, ნეიმარიცაა.

ნეიმარმა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ეროვნულ გუნდში ბოლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს, ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშა.

საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა კარლო ანჩელოტიმ მომავალ ორშაბათს უნდა გამოაცხადოს.

შემტევები, რომლებიც გაფართოებულ განაცხადში მოხვდნენ:

  • ანტონი

  • ენდრიკი

  • გაბრიელ მარტინელი

  • იგორ ტიაგო

  • იგორ ჟესუსი

  • ჟოაო პედრო

  • კაიო ჟორჟე

  • ლუის ენრიკე

  • მატეუს კუნია

  • ნეიმარი

  • პედრო

  • რაფინია

  • რაიანი

  • რიშარლისონი

  • სამუელ ლინო

  • ვინისიუს ჟუნიორი

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები პირველ მატჩს 13 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავენ.